⛪️ გონებისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი განსაკუთრებული ისტორიული მემკვიდრეობის მატარებელია. ის ჯერ კიდევ 1828 წელს, არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ შედგენილ შემოქმედის ეპარქიის ეკლესიების სიაში მოიხსენიება. სამწუხაროდ, კომუნისტურმა რეჟიმმა ტაძარი პირისაგან მიწისა აღგავა და ისე გაანადგურა, რომ მისი ვიზუალური მასალის მოძიებაც კი შეუძლებელია. შემორჩენილი ცნობებიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ ტაძარი ხისა და გუმბათოვანი ყოფილა, სადაც წმინდა გიორგის სახელობის წარწერიანი ხატი ინახებოდა.
🕊️ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სოფლის მკვიდრთა ძალისხმევისა და შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე, ტაძრის აღდგენის იდეა რეალობად იქცა.
გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ კომპანია Parvus Group • პარვუს ჯგუფი-ს მიმართ, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოეხმაურა სოფლის თხოვნას, გამოყო დაფინანსება და სწორედ მათი მხარდაჭერით, ძველ საძირკველზე ახალი ტაძარი აიგო 🛠️
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი კონსტრუქცია უკვე აღმართულია, ტაძრის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის კვლავ საჭიროა კეთილი ნება და ფინანსური მხარდაჭერა ტაძრის შიდა და გარე სრულყოფისთვის - იატაკის ქვის ფილებით მოსაპირკეთებლად, ხის მასალის სპეციალური - წყალდამცავი ზეთით დასამუშავებლად, ელექტროგაყვანილობის მოსაწყობად, კანკელის, ხატებისა თუ საჭირო ინვენტარის განსათავსებლად, ასევე ეზოს კეთილმოწყობისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის გასამართად. მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ან მომავალში შეიტანს ამ ისტორიულ საქმეში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გონებისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კეთილმოწყობისთვის გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიშები. თითოეული შემოწირულობა სრულად მოხმარდება ტაძრის აღჭურვასა და მიმდინარე საჭიროებებს.
💳 საბანკო რეკვიზიტები:
📍 მიმღები: შემოქმედის ეპარქიის სოფელ გონებისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
🔹 საქართველოს ბანკი (Bank of Georgia): #GE27BG0000000611530131
🔹 თიბისი ბანკი (TBC Bank): #GE98TB7464936080100014
📢 ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ წმინდა საქმეში და გააზიაროთ პოსტი, რათა ეს ინფორმაცია ბევრმა კეთილმა ადამიანმა შეიტყოს. ☦️
ღმერთმა დაგლოცოთ! წმინდა გიორგის მადლი და მფარველობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს! 🕊️✨
... See MoreSee Less
საპატიო შემოქმედელს, დამსახურებულ პედაგოგს ვენერა გოლიაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა ❤️
მადლობა მასწავლებელო!
დღეგრძელობა მრავალჟამიერ ქალბატონ ვენერას❤️
... See MoreSee Less
საქართველოს ენერგეტიკული სექტორი ტრანსფორმაციის ეტაპს გადის. _ გაზრდილი მოხმარება, სეზონური დეფიციტი და რეგიონული გეოპოლიტიკური დინამიკა ქმნის ერთ მთავარ კითხვას, როგორ ავაშენოთ მდგრადი, დამოუკიდებელი და საინვესტიციოდ მიმზიდველი ენერგეტიკული სისტემა? პასუხი არის დივერსიფიცირებული, გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) სტანდარტებზე დაფუძნებული გენერაცია მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით.
ვრცლად, წაიკითხეთ 👉 gurianews.com/korporatsiuli-sotsialuri-pasukhismgebloba-energetikashi-phartho-gagebith-pasukhismg...
... See MoreSee Less
Parvus Group has successfully constructed small and medium-scale hydro power plants across Georgia with total capacity 60 + mw, from 2020 to 2024 8 HPPs and current 4 HPPs projects in Guria region.
The company remains dedicated to growth, consistently embarking on new power projects and significantly strengthening country’s renewable energy landscape. The company aims to develop solar parks in Georgia and optimize usage of existing solar energy resources.